ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება

22 ნოემბერი 2022, 18:19 876 ნახვა

შუახევის მერიის,  მიზნობრივი პროგრამის, ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით“ ,  გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.  პროექტი წელს  მესამედ ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც ყოველ წლიურად მზარდია. მიმდინარე წელს,  ,,გაეროს განვითარების პროგრამის" ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარია. პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა, რომელიც, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში