''პირველი ავტოგრაფი'' - ამ სახელწოდებით, საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნა.
ფესტივალში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული, კერძო თუ საჯარო სკოლებში შექმნილი დასები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები სხვადასხვა ადგილზე გაიმართება.
ღონისძიებებს ეყოლება კვალიფიციური ჟიური, ვინც გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლენს.
ფესტივალი ''პირველი ავტოგრაფი'' რიგით მეორედ იმართება და 20-დან 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.