ტბელობა 2022

19 ნოემბერი 2022, 14:40 569 ნახვა

ხულოში სახალხო დღესასწაულ ტბელობას აღნიშნავენ. ღონისძიებაზე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების ნომრები სრულდება.  

დღესასწაულს სხალთა-ხიხაძირში 1979 წლიდან აღნიშნავენ, რომელიც ადგილობრივი მწერლის, მეცნიერისა და სასულიერო  მოღვაწის ტბელ აბუსერისძის სახელთან არის დაკავშირებული. მან დიდი წვლილი შეიტანა  ქართულ კულტურაში, მწერლობასა და სასულიერო ცხოვრებაში.

სახალხო დღესასწაულს ადგილობრივი მოსახლეობა ასევე პოლიტიკური და სასულიერო პირები დაესწრნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში