ამ დროის მონაცემებით, რესპუბლიკურმა პარტიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ახლა ისინი გარანტირებულად უკვე 218 მანდატს ფლობენ, რაც უმრავლესობისთვის აუცილებელი მინიმუმი იყო. შუალედური არჩევნების ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, რესპუბლიკურმა პარტიამ კალიფორნიაში, მაიკ გარსიას გამარჯვებით პალატაში 218 მანდატი მოიპოვა. დემოკრატებს, ამჟამად, 210 ადგილი აქვთ.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა. ამომრჩეველმა სენატის 35 წევრი, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი და შტატების უმეტეს ნაწილში გუბერნატორი აირჩია.