ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დიდი ოცეულის წევრ და ყველა პარტნიორ ქვეყანას მოუწოდა მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის და მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვი, რომელიც არაპროვოცირებული ომით გლობალური ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის გამოწვევას ცდილობს.
”ერთადერთი საუკეთესო გზა სურსათისა და ენერგიის მწვავე კრიზისის დასასრულებლად არის, რომ რუსეთმა დაასრულოს ეს უაზრო ომი და პატივი სცეს გაეროს წესდებას” - განუცხადა მიშელმა ჟურნალისტებს ბალიზე დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში.
უკრაინაში რუსეთის ომის გამო ზოგიერთმა დასავლელმა ლიდერმა სამიტს ბოიკოტი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოწვევის გაუქმება მოითხოვა. დიდი ოცეულის მასპინძელმა ინდონეზიამ კი უარი თქვა პუტინის მოწვევის გაუქმებაზე და ასევე უარყო დიდი შვიდეულის ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა სამიტზე რუსეთის ქმედებების დაგმობასთან დაკავშირებით.