აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დედაქალაქიდან ახალ სატელევიზიო პროექტს იწყებს. ყოველ დღე 17 საათზე მაუყეწბლის სატელევიზიო ბადეს ახალი ანალიტიკური გადაცემა დაემატება, „ბიზნეს სტანდარტი“ ეთერში თბილისის პავილიონიდან გავა. სივრცე განკუთვნილი იქნება როგორც სტუდიური გადაცემებისთვის, ასევე რეგიონში მოქმედი გადაცემების სტუმრების ჩასართავად.