რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს, დაღუპულია ორი ადამიანი, ორი კი დაშავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
გვიან ღამით, ერთდროულად რამდენიმე უკრაინულ ქალაქში, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. აფეთქებები მოხდა ვინიცაში.