საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელვიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები დირექტორობის კანდიდატებს უსმენენ. ამ წუთებში ისინი მაუწყებელთან დაკავშირებით დირექტორობის კანდიდატის აკაკი ბერიძის ხედვას ეცნობიან. მანამ კი მოისმინეს ირაკლი გიორგაძის და ვლადიმერ ტატიშვილის გეგმები.