საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვინაობა ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.
მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტისთვის რიგით მეორე კონკურსში 5 კანდიდატი იბრძვის. გასაუბრება ცოტა ხნის წინ დაიწყო, რომელიც ხვალაც გაგრძელდება.
საბჭოს წევრები ამ წუთებში ვლადიმერ ტატიშვილს უსმენენ.