უკრაინაში ომის დაწყებიდან 256-ე დღეა. ამდენივე დღეა ცდილობს რუსეთი ქვეყნის ოკუპირებას. მისი მიზანი ახლა ის არის, რომ კიევს ზამთარში ძალიან გაუჭირდეს.
ოკუპანტმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%-ი უკვე დააზიანა და მის განადგურებას განაგრძობს.
იმისთვის, რომ მოქალაქეები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე არ დარჩნენ - უკრაინის ხელისუფლება მათ საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.