ომი უკრაინაში - დღე 256

06 ნოემბერი 2022, 16:34 701 ნახვა

რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო იერიშების მიტანას განარგძობენ.  მსხვერპლი მოყვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დაბომბვას, სადაც რუსმა სამხედროებმა იერიში საცხოვრებელ რაიონზე მიიტანეს. დაბომბვის შედეგად კომერციული საწარმოს ორსართულიანი შენობა დაინგრა.

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ ოლქში დაესხნენ თავს. უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის შეტევა ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში მოიგერია.

პარალელურად კი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის შვიდი ზონა, საბრძოლო მასალის საცავი და ოკუპანტების სამი სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი დაბომბეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი