რუსული სტატისტიკით, ივლის-სექტემბერში საქართველოში 461 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა

06 ნოემბერი 2022, 10:03 512 ნახვა

რუსების საზღვარგარეთ მოგზაურობის რაოდენობის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა. სტატისტიკის თანახმად, ბოლო თვეებში რუსების მოგზაურობა საზღვარგარეთ თითქმის გაორმაგდა.

ივლისიდან სექტემბრამდე მონაკვეთში ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და სომხეთმა რუსეთის მოქალაქეების შესვლის მხრივ ხუთწლიანი რეკორდი მოხსნა. რეიტინგის ლიდერები კი თურქეთი, საქართველო და ფინეთი არიან.

როგორც ერთ-ერთი რუსული გამოცემა  წერს, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით რუსების საზღვარგარეთ მოგზაურობის რაოდენობამ 9 მილიონ 700 ათასი შეადგინა. ყველა მოგზაურობის თითქმის 70% თურქეთში, ყაზახეთში, საქართველოსა და ფინეთში განხორციელდა. 

რუსული მხარის ინფორმაციით, ივლის-სექტემბერში საქართველოში 461 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის მესამე კვარტლის შემდეგ, როდესაც საქართველოს საზღვარი თითქმის 514  000-ჯერ გადაიკვეთა.

ივლისიდან სექტემბრამდე რუსების გამგზავრების რაოდენობით ლიდერი თურქეთი გახდა: საერთო ჯამში ამ პერიოდში იქ 2 მილიონზე მეტი ადამიანი შევიდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი