უკრაინაში ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამიზნულ დაბომბვას, უკრაინული არმია კი პერმანენტული წარმატებით ახერხებს მტრის სხვადასხვა ნაწილის განადგურებას ან უკუგდებას.
ომის დღევანდელი დღე გამორჩეული იყო იმითაც, რომ უკრაინამ უკან მიიღო 19 ტყვე, მათ შორის ბატალიონ აზოვის მეომრები.