აჭარის ტელევიზა 35 წლისაა

04 ნოემბერი 2022, 10:24 1164 ნახვა

აჭარის ტელევიზია დღეს იუბილარია, არხი 35 წლის გახდა. პირველი გადაცემა ეთერში 1987 წლის 4 ნოემბერს გავიდა.  მაუწყებლობა კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემებით დაიწყო. 1999 წლიდან კი ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს.   

არხი 2013 წლამდე სამთავრობო, საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო. ბოლო ცხრა წელია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით ფუნქციონირებს.

ამ პერიოდში, ტელევიზიამ მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა. ერთ-ერთი მთავარი ხალხის ნდობის მოპოვება და კურსის ხალხის პრობლემებზე გასწორება იყო. არხი ბოლო პერიოდში არაერთხელ შეფასდა დაბალანსებულად და მიუკერძოებლად.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში