ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის არიან მებრძოლები “აზოვსტალიდან”

03 ნოემბერი 2022, 19:08 403 ნახვა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა, მათგან უმრავლესობა “აზოვსტალიდან”. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

მისი ცნობით, დაბრუნებულთაგან ბევრი დაშავებულია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი. ზოგი მათგანი მარტის შემდეგ დაჭრილია. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის ექვსი ოფიცერია. ასევე, გათავისუფლებულია ბატალიონ „აზოვის“ სამი წევრი.

უკრაინის ტყვეობიდან 107 სამხედროს გათავისუფლებას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი