უკრაინამ უკვე აღადგინა წყალმომარაგება და ელექტროენერგია ტექნიკურად, თუმცა ქვეყნის ცხრა რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილიზაციისთვის გათიშვა გრძელდება. რუსეთი კი არ შეწყვეტს ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ელექტროენერგიის აღდგენის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს იმ რეგიონებშიც, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან დაიბრუნეს.
ზელენსკის თქმით, რუსეთს უკრაინაზე მხოლოდ ერთი თავდასხმა 2 მილიონ 300 ათასი რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა.