პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ. სამ ოპოზიციურ პარტიას "ქართულ ოცნებასთან" 31 კითხვა აქვს. აცხადებენ, რომ ეს არის საკითხები, რომლებიც ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკურ წრეში აღქმულია როგორც შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე.