სოციალური ქსელების ბიზნესში ახალი დიდი მოთამაშე გამოჩნდა, ილონმა მასკმა ტვიტერის შესყიდვის პროცესი დაასრულა და მოქმედება იმით დაიწყო, რომ აღმასრულებელი დირექტორი და ტოპ-მენეჯმენტი სამსახურიდან გაათავისუფლა.. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ახლა ტვიტერი სრულად თავისუფალი და გაცილებით საინტერესო გახდება, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ლიბერალური ღირებულებები შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, ეფუძნებიან რა მასკის ძველ განცხადებებს თვლიან, რომ მემარჯვენე რადიკალებს კარგი ასპარეზი მიეცემათ