ტრაგიკული ჰელოუინი სეულში

30 ოქტომბერი 2022, 11:33 983 ნახვა

სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 151 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 უცხოელია. დაშავდა 82 ადამიანი 2 600-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის ითხევონის რაიონში მოხდა, სადაც ბევრი ღამის კლუბი, კაფე და რესტორანია. ამ რაიონში კოვიდპანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ღონისძიებები პირველად იმართებოდა. დაღუპული  ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად 5 ნოემბრამდე, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. ექიმების განცხადებით, ჭყლეტის დროს უჰაერობისა და პანიკის გამო ადამიანებს გული გაუჩერდათ. პოლიციის ინფორმაციით , ჰელოუინის დღესასწაულს 100 000 ადამიანი ესწრებოდა. ოფიციალური პირები ჯერ ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამო დაიწყო ჭყლეტა. მედიის ინფორმაციით, არეულობის დაწყებამდე ორი ადამიანი ქუჩაში უგონოდ დაეცა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი