რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა

30 ოქტომბერი 2022, 11:30 407 ნახვა

მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა მოხდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი კი აცხადებს რომ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. პრეზიდენტებს შორის არც სატელეფონო საუბარი შემდგარა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხნით შეაჩერა რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა. თავის მხრივ უკრაინა რუსეთის ამ ქმედებაზე საერთაშორისო რეაქციას ელის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში