სენაკის საკრებულოში ახალ თავმჯდომარედ "ოცნების" წევრის არჩევის შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ აღნიშნული კანონის უხეში დარღვევაა. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა - მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, რაც დროებით განხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, მანამ სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. განცხადებას ხელს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.