თორნიკე რიჟვაძე ნორდ ჰოლანდის რეგიონულ მინისტრს, "CPMR"-ის პრეზიდენტ ქეის ლოჰანს შეხვდა

28 ოქტომბერი 2022, 16:14 722 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკაში ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ნორდ ჰოლანდის რეგიონულ მინისტრს, ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის პრეზიდენტს, ქეის ლოჰანს, ამავე კავშირის გენერალურ მდივანს, ელენი მარიანუს და "CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის აღმასრულებელ მდივანს, სტავროს კალონომოსს შეხვდა.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩატარდა "CPMR"-ის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ბიუროს წევრების არჩევნები, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი რეგიონი და პოლიტიკური ბიუროს წევრი, კენჭისყრაში იღებდა მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი