მოსწავლეებში საუკეთესო უნარების აღმოჩენა, განვითარება'' - ამ თემაზე ქობულეთში საჯარო სკოლების მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები, რომლებიც მასწავლებელთა სახლიდან მოწვეულმა ექსპერტებმა და ტრენერებმა შეაფასეს. პროექტის ფარგლებში გამარჯვებულები 7 ნომინაციაში დაასახელეს. მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მასწავლებელთა კონფერენცია ქობულეთის მერიის ორგანიზებით ჩატარდა