მეწყრული პროცესები 14 სხვადასხვა მისამართზე გააქტიურდა ხელვაჩაურშიც. სახლები და გზები დაიმეწყრა ოთხ სოფელში: მახინჯაურში, ორგაბათუმში, თხილნარსა და აჭარისწყალში. სტიქიის გამო ორი ოჯახს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. ისინი ადგილობრივმა მერიამ ქირით გადაიყვანა. მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამეწყრილ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს , სულ 11 მიმართულებით. ზაზა დიასამიძის განცხადებით , სტიქიის ზონებს გეოლოგები სწავლობენ და სწორედ შესწავლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ოდენობის ზარალი მიაყენა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტს.მერიაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი.