ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ურეხის დასახლებაში, დიდგორის N-33-ში ფარტენაძეების საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც მსუბუქი ავტომობილი დააზიანა.
ოჯახი ამბობს, რომ მომხდარის გამო, სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია, ისინი ტერიტორიის შესწავლას ითხოვენ.
მერიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან. მათივე განმარტებით, მოხდება აღნიშნული ტერიტორიის შესწავლა და შემდგომ გადაწყდება თუ რა სახის სამუშაოები ჩატარდება ტერიტორიაზე. მანამდე კი, აღნიშნული ოჯახის ქირით გაიყვანს მერია უზრუნველყოფს.