საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა სამუშაო ვახშამზე. ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად მეორე დღეა იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად პირისპირ შეხვედრამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. დღეს კი მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა შედგება.