ვინც საქართველოს აკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას, ის არის უსამშობლო და თავისი ინტერესების მოღალატე - ასე გამოეხმაურა ოპოზიცის ნაწილი თეა წულუკიანის განცხადებას. ქართული ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ კულტურის მინისტრის ყველა ოდიოზური კომენტარი ერთმანეთს ჰგავს და მისი მხრიდან სამშობლოსა და მაღალ მატერიებზე საუბარი სასაცილოა.