სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი შეაფასა თეა წულუკიანმა აჭარის მაუწყებლის პირდაპირ ეთერში - გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“. მისი თქმით, პროცესი პასუხობს ევროსაბჭოს რეკომენდაციებს. წულუკიანის განცხადებით, მთავარია ის, რომ სახალხო დამცველი იყოს ყველასი და არ უნდა იყოს კომპლექსების ბუდე.