სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დღეს გადაიდო

27 ოქტომბერი 2022, 11:19 571 ნახვა

ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო პარლამენტში კომიტეტის სხდომა გადაიდო. დეპუტატებს დღეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი 4 კანდიდატისთვის უნდა მოესმინათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. დღეს საკუთარი ხედვა კანონმდებლებისთვის ალექსანდრე კობაიძეს, ლევან კოკორაშვილს, ნუგზარ კოხრეიძესა და გიორგი მარიამიძეს უნდა წარედგინათ. 2 დღის განმავლობაში დეპუტატებმა 7 კანდიდატს მოუსმინეს. პროცესი 29 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი