რუმინული მედიის ცნობით, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს

25 ოქტომბერი 2022, 21:17 534 ნახვა

რუმინული მედიის ცნობით, ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს.

შეხვედრაზე დაგეგმილია მადრიდში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის, უკრაინაში მიმდინარე ომის, ენერგოუსაფრთხოებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხების განხილვა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი რუმინეთის დედაქალაქში 29 და 30 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი მსგავსი დონის შეხვედრა, რომელსაც ნატო ბუქარესტში 2008 წლის სამიტის შემდეგ ჩაატარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში