აშშ კრემლს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

25 ოქტომბერი 2022, 10:37 581 ნახვა

რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება, თუკი იგი გამოიყენებს ეგრეთ წოდებულ „ბინძურ ბომბს“ ან სხვა ბირთვულ იარაღს - განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. 

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონმა და დასავლეთის სხვა  ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში მოქმედებების ესკალაციის მცდელობაში  დაადანაშაულეს.

მოსკოვი ირწმუნება, რომ კიევი  "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს, მოწყობილობას, რომელიც აღჭურვილია ბირთვული მასალებით. პრაისმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ამას გააკეთებს, ეს იქნება "პრეზიდენტ პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითი".

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ   შეერთებულ შტატები ვერ ხედავს რაიმე ნიშანს  იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ შეშფოთება "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენების გამო გამოიწვია რუსეთის ოფიციალური პირების გაფრთხილებებმა, რომ უკრაინა ემზადებოდა ასეთი ბომბის გამოსაყენებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი