რიში სუნაკი ბრიტანეთის ახალი პრემიერი იქნება

25 ოქტომბერი 2022, 10:07 516 ნახვა

რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოსტს დღეიდან დაიკავებს.  იგი დღეს ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრება და გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს შეხვდება, რომელიც  სუნაკს ოფიციალურად სთხოვს მთავრობის ფორმირებას. ამის შემდეგ სუნაკი მოსახლეობას  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართავს.

ახალი პრემიერის არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ეს თანამდებობა 20 ოქტომბერს ლიზ ტრასმა დატოვა. გადადგომის მიზეზად ტრასმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები, ასევე საერთაშორისო არასტაბილურობა დაასახელა.

დღეს ლიზ ტრასი მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომას ჩაატარებს,  შემდეგ  ბუკინგემის სასახლეში მეფესთან აუდიენციას გამართავს და   ოფიციალურად გადადგება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი