ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალურ გამოწვევებზე და მდგრად განვითარებაზე, ასევე ბიზენსის განვითარების პრობლემებზე, ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებზე და covid 19-ის გავლენაზე ისაუბრეს.
კონფერენციაში 15 ქართული და 7 უცხოური უნივერსიტეტის 125 წარმომადგენელი მონაწილეობს.