დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერი ბორის ჯონსონი შვებულებიდან ბრუნდება, რათა კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლოს.
ჯონსონი უკვე პირადად მოუწოდებს კონსერვატიულ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ მის დაბრუნებას დაუნინგ-სტრიტზე. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს.
გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ჯეიმს ჰაროლდ ვილსონისა და უინსტონ ჩერჩილის გარდა, არცერთი პრემიერ-მინისტრი მეორე ვადით არ დაბრუნებულა.
გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა თანამდებობაზე არჩევიდან 44 დღის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერის პოსტი დატოვა.