რუსეთის პრეზიდენტი რიაზანში სამხედრო პოლიგონზე მობილიზებული ჯარისკაცების წვრთნებს დაესწრო და მათი პირადი მხარდაჭერის მიზნით სნაიპერული შაშხანიდანაც ისროლა.
პუტინს თან ახლდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მობილიზებულთა წვრთნების შესახებ ანგარიში ჩააბარა.
სამხედრო პოლიგონს რუსეთის პრეზიდენტი მას შემდეგ ეწვია, რაც უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.