ზელენსკიმ მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა

20 ოქტომბერი 2022, 10:12 658 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდა. ზელენსკის თქმით, ერთი თვის განმავლობაში 233 ერთეული დრონი და ათეულობით რაკეტა ჩამოაგდეს.

"ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის ცის უსაფრთხოებაზე. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენმა დამცველებმა, ერთი თვის განმავლობაში 233 შაჰედი უპილოტო საფრენი აპარატი და ათობით რაკეტა ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა.

სამი ენერგეტიკული ობიექტია განადგურებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური ენერგეტიკული შესაძლებლობები. მაგრამ ამას დრო სჭირდება. და ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. დილის 7 საათიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. შეზღუდეთ ელექტროენერგიის მოხმარება და გამოიყენეთ ის მოწყობილობები, რომელსაც ბევრი ენერგია არ სჭირდება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის დღეისთვის დაგეგმილ სამიტზეც ისაუბრა, რომლის მონაწილეებსაც ზელენსკი სიტყვით მიმართავს და ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს უკრაინის ენერგოუსაფრთხოების მხარდასაჭერად შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ თხევადი ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის ალტერნატიულ ფასებს და ასევე შეეცდებიან შეთანხმებას მიაღწიონ ენერგეტიკული რესურსების დაზოგვაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი