ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში 9 ათასი რუსი სამხედრო განლაგდება. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა დაწერა.
„რუსი სამხედროების განთავსებას რამდენიმე დღე დასჭირდება. მათი საერთო რაოდენობა 9 ათასზე ოდნავ ნაკლები იქნება“, – წერს რევენკო.გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განთავსდებიან. ამის მიზეზად მან უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხე დაასახელა.