უკრაინის მოქალაქეების სოლიდარობის აქცია ბათუმში

17 ოქტომბერი 2022, 10:39 776 ნახვა

უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო აქციას საქართველოშიც შეუერთდნენ. უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში გაიმართა, რომელიც 14 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ორი დღით გადაიდო.

აქციაზე რუსეთის აგრესია გააპროტესტეს და მსოფლიოს აგრესორი ქვეყნის, რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

აქცია-პერფორმანსზე შესრულდა  უკრაინის ჰიმნი და გამოიფინა უკრაინის მხარდამჭერი ბანერები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი