დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში ძლიერი აფეთქებები მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. ამასთან, რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.
აფეთქების შედეგად განადგურებულია საკრებულოს შენობა, დამწვარია რამდენიმე ავტომობილი.
დონეცკის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსეი კულემზინის თქმით, აფეთქებები დროს შენობაში მოქალაქეები იმყოფებოდნენ, დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. დაშავებულები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
უკრაინას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.