ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ციხეში, გვიან ღამით აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. ევინის ციხეში სასჯელს პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქტივისტები იხდიან.
შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ში მოქმედმა, ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრმა.
ციხის ადმინისტრაციის ცნობით, დაპირისპირება კრიმინალურ ელემენტებს შორის მოხდა და ხანძარზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით კი ციხეში ბუნტი მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ მასობრივ პროტესტს უკავშირდება.