ომის 233-ე დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. მიკოლაევში აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან ამოყვანილი 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მან ნანგრევებში 6 საათი გაატარა. იბომბება ზაპროჟიეც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
დნეპროტეროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, ოკუპანტის იერიშების შედეგად უკვე 40-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დანგრეულია საავამდყოფოები, საბავშვო ბაღი და ეკლესია.
ოკუპანტებმა ასევე იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზეც. რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე 57 386 დანაშაული ჩაიდინეს - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით კი, რუსი სამხედრო მეთაურები მობილიზებულ მოქალაქეებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ.