დღეს მაჭახლობაა, ხეობაში სახალხო დღესასწაულს ზეიმობენ. ღონისძიების მთავარი ლოკაცია სოფელი სინდიეთია. სადღესასწაულო ღონისძიებები 16 საათიდან დაიწყება. გაიმართება სპორტული შეჯიბრები, კონცერტი და გამოფენა.
მაჭახლობის სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. ასევე ნახავენ როგორ მზადდებოდა თოფი „მაჭახელა“.
ტრადიციულად საზეიმო ვითარებაში დასახელდებიან საპატიო მაჭახლელები.
დღესასწაულზე მოწვეულები არიან ორად გაყოფილი ხეობის თურქეთის მხარეს დარჩენილი ჩვენებურები და მომღერალი ბაიარ შაჰინი, რომელიც დღესასწაულს საზეიმო კონცერტით დაასრულეს.