,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” - შეხვედრა ინვესტორებთან

12 ოქტომბერი 2022, 15:00 905 ნახვა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დღეს დეველოპერებთან. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სპეციალურად  ამ პროგრამის გამო  განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. 

დაინტერესების შემთხვევაში მათზე  გარკვეული შეღავათები დაწესდება, მათ შორის ისეთ შეზღუდვაზე, როგორიცაა კ 2 კოეფიციენტი.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის  მიზანი   აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, დაზიანებულ სახლებში მცხოვრები ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. პროექტი 4 წელზეა გათვლილი  და როგორც ამბობენ, ამ დროში ავარიულ სახლებს სამასი ახალი კორპუსი ჩაანაცვლებს და დაკმაყოფილდება 3 ათასი ოჯახი. 

მერიის ინფორმაციით,  სამშენებლო სამუშაოები  ამ ეტაპზე  უკვე დაწყებულია 5 მისამართზე. ჩიქოვანის ინფორმაციით,  სახლების ავარიულობის ხარისხთან დაკავშირებით მერიას  მზად აქვს 139 დასკვნა, ჯამში კი მუნიციპალიტეტში 360-ზე მეტი განაცხადია შესული.  

აჭარის მთავრობა პროგრამის მონაწილე დეველოპერებს რისკების დასაზღვევად  150 მილიონ ლარიან  ფინანსურ გარანტიას და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.  მერი კი იმ სახლებზე, რომლებითაც მშენებლები არ ინტერესდებიან, 80 მილიონ ლარს დახარჯავს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი