პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის - “დიდი შვიდეულის” ლიდერების განცხადება

11 ოქტომბერი 2022, 20:45 865 ნახვა

პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის. ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.

საერთო განცხადების თანახმად, “დიდი შვიდეულის” ერებმა დაარწმუნეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ “ჩვენ შეუჩერებელი და მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”.

"დიდი შვიდეულის" ლიდერები ასევე მზაობას გამოთქვამენ, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას.

საერთო განცხადების თანახმად, “დიდი შვიდეულის” ერებმა დაარწმუნეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ “ჩვენ შეუჩერებელი და მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”.

“დიდი შვიდეულის” სახელმწიფოები ასევე მზად არიან უკრაინას “ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში” გაუწიონ დახმარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი