10 წელი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებიდან

11 ოქტომბერი 2022, 17:44 885 ნახვა

10 წელი გავიდა ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცის მინდია აბაშიძის გარდაცვალებიდან. მისი საფლავი დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებმა და მერიის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს და  ჯარისკაცის გმირობა გაიხსენეს. მინდია აბაშიძე ხელყუმბარის აფეთქების დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობრებს გადაეფარა და ისინი სიკვდილისგან იხსნა.  ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად თხილნარის საჯარო სკოლა და ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს. ასევე ყოველ წლის ოქტომბერში მინდია აბაშიძის სახელობის ტურნირი ტარდება ფეხბურთში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი