ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისგან სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 15-შეტყობინება შევიდა. რამდენიმე სასოფლო გზაზე და საკარმიდამო ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. ძლიერმა ქარმა სოფელ გვარაში სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ყველა შემთხვევას მერიის შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე სწავლობენ. სოფლის გზების გაწმენდის პროცესში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქობულეთის მერიის ბალანსზე არსებული ტექნიკა ჩართულია.