რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული რეზერვისტების სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. მათ უკრაინის დონეცკისა და ხერსონის ოლქებში რუსული საოკუპაციო ძალების გასაძლიერებლად გაგზავნიან მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხრეთ რეგიონებში ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვა დაადასტურა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანებით ომში გაწვეულები ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" საბრძოლო ზონასთან ახლოს მდებარე რაიონებში განათავსეს.