რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს - ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის რეგიონში ორი რაკეტა გაანეიტრალეს.
უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშის რეჟიმი ისევ გრძელდება და ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.