აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, რაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ვუსამძიმრებთ დღეს უაზროდ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პირველი პირის განცხადებით, დღევანდელი თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ს ვალდებულებას, დადგეს უკრაინის ხალხის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.