ყირიმის ხიდთან ავტომობილების გრძელი რიგია

10 ოქტომბერი 2022, 11:02 460 ნახვა

აფეთქების შედეგად დაზიანებული ყირიმის ხიდზე გადასასვლელად  ავტომობილების უზარმაზარი რიგია.  ათასობით ადამიანი ანექსირებული ნახევარკუნძულის დატოვებას ცდილობს.

რუსეთის პრეზიდენტის ფლაგმანი პროექტი 3 მილიარდ 600 მილიონ დოლარი დაჯდა. პუტინმა ყირიმის ხიდი 2018 წელს საზეიმოდ გახსნა.

ოფიციალური მონაცემებით,  შაბათს ხიდზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ  სამი ადამიანი იმსხვერპლა და  უკრაინაში საოკუპაციო ჯარის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიწოდების მარშრუტი დააზიანა.

ხიდი ყირიმის ნახევარკუნძულისთვის  საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. იგი ასევე იქცა რუსული ჯარის მომარაგების მთავარი მარშრუტი მას შემდეგ, რაც კრემლმა  24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო შეჭრა გადაწყვიტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში